Saturday, October 26, 2013

პროექტის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო იყო. ვისწავლეთ ბროშურის მომზადება.

Thursday, October 24, 2013

პროექტის იდეა: "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა''-ბალადა ადამიანურ თანაგრძნობაზე-ანუ როგორ იქმნება ხალხური სიტყვიერების ნიმუშები.                                                                        პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გამოიკვლიონ ბალადის შექმნის ისტორია, გაეცნონ მის სხვადასხვა ვარიანტს და ''ვეფხვისა და მოყმის'' მითოსურ სამყაროს. პარალელს გაავლებენ თანამედროვე ცხოვრებასთან(როგორ ვაფასებთ დღეს ვაჟკაცობას და როგორ გამოვხატავთ ადამიანურ თანაგრძნობას).

Saturday, October 19, 2013


ტრენინგის 1-ლი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი. შევქმენით ახალი ბლოგი, გავეცანით პროექტის მოდელს. ვისწავლე, როგორი უნდა იყოს პროექტი, რომელიც  თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.